შალვა პაპუაშვილი - ეროვნული შერიგების ინიციატორი სააკაშვილი იყო, მან თავად გასცა პასუხი რას გულისხმობს, როცა განაცხადა, რომ „შავი სიები“ უნდა შედგეს - ეს თავიდანვე ფარსი იყო

ეროვნული შერიგების ინიციატორი მიხეილ სააკაშვილი იყო, მან თავად გასცა პასუხი რას გულისხმობს, როცა განაცხადა, რომ „შავი სიები“ უნდა შედგეს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ პრობლემა არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“, მათ პრობლემა აქვთ დემოკრატიასთან.

„რაც შეეხება ეროვნულ შერიგებას, ამის ინიციატორი თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი იყო. ამ იდეის ინიციატორმა თავად გასცა პასუხი რას გულისხმობს ამაში. მან განაცხადა, რომ „შავი სიები“ უნდა შედგეს. ჩანს, რომ ეს თავიდანვე ფარსი იყო.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ტერმინი „შერიგება“ არ არის სწორი. ის, რასაც საკუთარ ფორმატში გულისხმობს, ეს არის წარსულის გააზრება. ამასთან დაკავშირებით, პატრიარქის ეპისტოლეშიც იყო საუბარი, რომ ყველამ საკუთარ თავს გარედან უნდა შევხედოთ და სხვისი თვალით შევაფასოთ საკუთარი ქცევები. აქედან გამომდინარე, ალბათ, ეს პასუხობს იმ იდეას, რაც მათ შორის, პრეზიდენტს აქვს როგორც შენი წარსულის, ისე საკუთარი ქცევის შეფასება.

გასაკვირია ის სიჯიუტე, რომლითაც ტერმინ „შერიგების“ გამოყენება ხდება მიუხედავად იმისა, რომ ვინც იყო ამ ტერმინის გამოყენების ინიციატორი, მან თავად პროცესი წარმოიდგინა როგორც „შავი სიების“ შედგენის პროცესი. თუ პრეზიდენტზე ვსაუბრობთ, პრეზიდენტი ტერმინ „შერიგებას“ არ იყენებს, ამბობს, რომ არაზუსტია.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, ეს ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ. „ნაციონალურ მოძრაობას“ პრობლემა არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“, არც შესარიგებელი და შესათანხმებელი არაფერია. „ნაციონალურ მოძრაობას“ პრობლემა აქვს დემოკრატიასთან, არ აღიარებენ ქართველი ხალხის არჩევანს, პრობლემა აქვთ კანონის უზენაესობასთან“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს