შალვა პაპუაშვილი - გიგი კალანდაძესთან დაკავშირებით ჩემი პოზიციაა, ქართული მართლმსაჯულების მხარდაჭერა

გიგი კალანდაძესთან დაკავშირებით ჩემი პოზიციაა, ქართული მართლმსაჯულების მხარდაჭერის პოზიცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე, გერმანიაში მყოფი კალანდაძის გადმოცემის მოთხოვნა გაჩნდა.

„ჩვენი სურვილი და მოლოდინია, რომ ყველა ადამიანი, ვის წინააღმდეგაც მიდის სისხლის სამართლის დევნა ან გამოსულია განაჩენი, მისი აღსრულება მოხდეს საქართველოში ან სასამართლო პროცესი გაიმართოს საქართველოში. ქართული სახელმწიფო ამ პროცესს მიჰყვება ნაბიჯ-ნაბიჯ. საბოლოო ჯამში, ყველა განაჩენი აღსრულდება და ყველა დამნაშავე დაისჯება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიგი კალანდაძე გერმანიაში, ბერლინში 2021 წლის 19 დეკემბერს დააკავეს. მაშინ, გენერალურმა პროკურატურამ გიგი კალანდაძის გერმანიაში დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების განცხადების თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავდა.

კალანდაძის განცხადებით, ის გუშინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება 2012 წლის ივლისში ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მიზნით დაკავებული პირის წამებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა