პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა.

შალვა პაპუაშვილმა მართლმადიდებლური სამყაროს ნაწილს შობის დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა.

„ვულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვინც შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას ოჯახთან ერთად და ჰქონოდეთ ის სიხარული, რომელსაც ასეთი დღეები გვანიჭებს. განსაკუთრებით მინდა, მივულოცო, საზღვარგარეთ და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გლობალური პანდემიის გამო, თბილისის ქუჩებში ტრადიციული ალილოს მსვლელობა არ გაიმართა. შეგროვებული საჩუქრები და ტკბილეული ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა