თბილისში, პარლამენტის წინ ყაზახი ხალხის სოლიდარობის აქცია გაიმართა

თბილისში, პარლამენტის წინ ყაზახი ხალხის სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ყაზახეთში კორუფციული მმართველობა უნდა დასრულდეს. აქციაზე ყაზახური დისპორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.

"აქ მოვედი ჩემი ხალხისთვის სოლიდარობის გამოსახატავად. ვთხოვ ყაზახებს, ვიყოთ ერთად ასეთ რთულ დროს, არ დავუშვათ სისხლისმღვრელი ძმათა ომი. მე მინდა მშვიდობა და აყვავება ჩემი ქვეყნისთვის და არა კორუფცია. მთავარია ქვეყნის სუვერენიტეტი შენარჩუნებული იყოს. ნაზარბაევი კი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გაგრძელდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა