Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებლები გაუარესდა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 100 ქულიდან 36.31-ით ფასდება, ხოლო დემოკრატიის ქულის მიხედვით, 7-დან 3.18 ქულას შეადგენს, რითაც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაში ხვდება. წინა წლის მონაცემებით, დემოკრატიის მაჩვენებელი 100-დან 38 ქულას შეადგენდა, ხოლო დემოკრატიის ქულა 7-დან 3.25 იყო.

ანგარიშში ასევე საუბარია თავისუფლების ინდექსზე. 2021 წელს საქართველოში თავისუფლების მაჩვენებელი 100-დან 60 ქულით ფასდება. მათ შორის პოლიტიკური უფლებები 23 ქულით შეფასდა 40-დან, სამოქალაქო თავისუფლებები კი 37 ქულით 60-დან. ანგარიშის მიხედვით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნება.

რაც შეეხება ინტერნეტის თავისუფლების კუთხით 2021 წლის შეჯამებას, საქართველოს 100-დან 77 ქულა მიენიჭა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ერთი ქულით მაღალია და თავისუფალ ქვეყანათა კატეგორიაში ხვდება. ორგანიზაციის ცნობით, ინტერნეტის თავისუფლები დონე ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით – დაბრკოლებები წვდომაზე, კონტენტზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია