ექსპერტი - ინფორმაციის დამალვის მიზანი არ მქონდა, სანამ გამოძიება არ გამოაქვეყნებდა ლექსო ლაშქარავას შესახებ ინფორმაციას, უფლება არ მქონდა ინფორმაცია მიმეცა ჩემი დამკვეთის - "ტვ პირველისთვის"

კანონის ფარგლებში მოვიქეცი. ინფორმაციის დამალვის ინტერესი და მიზანი არ მქონდა, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რითაც მან ოპერატორ ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით მომაზადებულ დასკვნაზე ისაუბრა.

როგორც გეჯაძე განმარტავს, დასკვნის პროექტი მისთვის 30 დეკემბრამდე რამდენიმე დღით ადრე იყო ცნობილი, თუმცა, გამოძიების ინტერებიდან გამომდინარე, მას უფლება არ ჰქონდა ინფორმაცია მიეცა დამკვეთის-"ტვ პირველისთვის".

"30 დეკემბრამდე 1 კვირის ინტერვალით შეთანხმებისამებრ დამიკავშირდა სამხარაულის საექსპერტო დაწესებულების კოლეგა, ვისთან ერთადაც გამოვიკვლიეთ მიცვალებული. ხელმოუწერელი დასკვნის პროექტს გავეცანი და შევისწავლე. ჩავრთე და კონსულტაცია გავწიე "ვექტორის" ექსპერტებთან. შესაბამისად, 30 დეკემბერს მოვაწერე ხელი ამ დასკვნას. 3 იანვარს სამხარაულის საექსპერტო დაწესებულებას მივმართე, სადაც მოვითხოვე სრული ასლის გადმოცემა. 4 იანვარს ავიღე ხელზე დასკვნა.

ამ შემთხვევაში დამკვეთი იყო სახელმწიფო სტრუქტურა, გამოძიება, შემსრულებელი კი სამხარაულის საექსპერტო ცენტრი. მე ვიყავი კომისიაში მოწვეული და ჩართული. დამკვეთი გამოძიება იყო. სანამ გამოძიება არ გამოამზეურებდა, არ გამოაქვეყნებდა ამ ინფორმაციას, გამოძიების ინტერებიდან გამომდინარე, უფლება არ მქონდა რაიმე ინფორმაცია მიმეცა ჩემი დამკვეთის- "ტვ პირველისთვის". მე კანონის ფარგლებში მოვიქეცი. ამ ინფორმაციის დამალვის არანაირი ინტერესი და მიზანი არ მქონდა. მე არც გამოძიების, არც "ტვ პირველის", არც სამხარაულის, არამედ ჩემი მორალის და პროფესიონალიზმის კანონიერი ინტერესებით ვმოქმედებდი”,- აღნიშნავს გეჯაძე.

ცნობისთვის, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით დასკვნა მოამზადა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია