ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ლექსო ლაშქარავას საქმეზე მომზადებულ დასკვნას ეთანხმება

„ტვ პირველის“ მიერ დაქირავებული ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნას ეთანხმება.

როგორც გეჯაძე განმარტავს, ფატალური გამოსავალი „ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა.

„მე პირადად, კონკრეტულ შემთხვევაში მივედი საბოლოო დასკვნამდე, რომ ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია „ჰეროინის“ მოხმარებით განპირობებული ზოგადი ინტოქსიკაცია, რამაც შედეგად განაპირობა გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. შესაბამისად, ამ ფაქტორების გათვალისწინებით დადგა სავალალო შედეგი-ფატალური გამოსავალი. მინდა აღვნიშნო, რომ სისხლის და შარდის ქიმიური გამოკვლევით არ აღმოჩნდა ალკოჰოლი, საძილე პრეპარატი და ფსქიქოტროპული პრეპარატი. შარდის გამოკვლევით აღმოჩნდა მარიხუანას ნივთიერება, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ასევე ანტიეპილეფსიური პრეპარატი“, - აღნიშნავს გეჯაძე.

მისივე თქმით, გვამის მაკროსკოპიული გამოკვლევის პროცესს ესწრებოდა საიას იურისტი და წარმომადგენელი. ამასთან, განმარტავს, რომ გვამის გამოკვლევის პროცესში საიას კითხვის ნიშნები არ ჰქონდა.

„მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების ინიციატივითვე მოხდა ვიდეო და ფოტო გადაღება. გვამის მაკროსკოპიული გამოკვლევის პროცესს ჩემთან ერთად აქტიურად ესწრებოდა საიას იურისტი და წარმომადგენელი, რომელთანაც ვერბალური კომუნიკაცია გვქონდა. ყველა საკვანძო საკითხზე ჩემი მხრიდან შესაბამისი განმარტება კეთდებოდა“,- აღნიშნავს გეჯაძე.

შეგახსენებთ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით დასკვნა მოამზადა. აღნიშნული დასკვნა შსს-მ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. როგორც უწყებაში აცხადებენ, დასკვნა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს დაერთო.

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა