ჯანდაცვის ექსპერტი - მეხუთე ტალღიდან მე-6 ტალღაში გადავედით, დიდი ხნის წინ აღვნიშნე, რომ შტორმი, ინფიცირებულთა მძიმე მონაცემები იქნებოდა

ქვეყანაში არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური ვითარებაა - პრაქტიკულად, მეხუთე ტალღიდან მე-6 ტალღაში გადავედით. მე დიდი ხნის წინაც აღვნიშნე, რომ შტორმი, ძალიან მძიმე მონაცემები იქნებოდა“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა დევი ტაბიძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დევი ტაბიძე განმარტავს, საზეიმო დღეები ინფიცირების შემთხვევების რაოდენობას გაზრდის.

„რეალურად, საზეიმო დღეები კიდევ ერთი აქტივატორია იმის, რომ გაიზარდოს ინფიცირებულთა რაოდენობა“,- განმარტავს ტაბიძე.

მისივე თქმით, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის დასასრულია.

„მე არ ვარ იმ მოსაზრების მომხრე, რომ „ომიკრონი“ იქნება კორონავირუსის დასასრული. ეს გამორიცხულია. მუტაცია არსებობდა, არსებობს და კიდევ იარსებებს. მუტაციის პროცესს ვერ შევაჩერებთ. ახალი ვირუსების წარმოქმა მუდმივად იქნება“,- განმარტავს ტაბიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა