მარიამ ჯიშკარიანი - უკრაინაში ადვოკატები მთავარ პროკურატურას მიმართავენ, რათა მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის მარიან ჯიშკარიანის ინფორმაციით, ადვოკატები უკრაინაში მთავარ პროკურატურას მიმართავენ, რათა მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს.

როგორც მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, სააკაშვილის პირად ექიმს და „ემპათიას“ არ ეძლევა ამ დრომდე საშუალება, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილი მოინახულონ, შესაბამისად, უცნობია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა.

„ვერაფერს ვიტყვით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ვინაიდან, როგორც პირადი ექიმი ვერ შედის, ასევე ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ნებართვა. შესაბამისად, ინფორმაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, არ გვაქვს და ესეც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა, ვინაიდან, პაციენტს აქვს უფლება, მოიძიოს მეორე, ალტერნატიული აზრი. ასევე უფლება, ჩაიტაროს ექსპერტიზა.

იცით, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ახალ გარემოებებს ჰქონდა ადგილი. ასევე, ჩვენი მოსაზრებით, მიმდინარეობს არაადეკვატური მკურნალობა და შესაბამისად, ვითხოვთ დაუყოვნებლივ მიხეილ სააკაშვილთან დაშვებას. მივმართეთ უკრაინაში ადვოკატებს და მათი დაცვის სტრატეგია ასეთია, რომ ისინი მიმართავენ მთავარ პროკურატურას უკრაინაში, რათა დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე", - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი "მთავარ არხთან".

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა