ძვლის ტვინის გადანერგვის 3 მოწინავე მეთოდი Acıbadem-ში

„სისხლის კიბოს“ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა ზოგჯერ გადარჩენის ერთადერთი შანსია. პაციენტის ნათესავები (ღვიძლი ძმა ან და) შეიძლება იყვნენ ღეროვანი უჯრედების იდეალური დონორები. სამწუხაროდ, ყველა პაციენტის მხოლოდ 30%-ს ჰყავს ისეთი ოჯახის წევრები, რომელთაც შეუძლიათ გახდნენ სრულფასოვანი დონორები.

„დანარჩენ პაციენტებს ჯანსაღი უჯრედების მიღება შეუძლიათ სრულიად თავსებადი არანათესავი დონორისგან ან 50%-იანი თავსებადობის მქონე ნათესავისგან“ - ამბობს პროფესორი სირეტ რატიპი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჰემატოლოგი და კლინიკა Acıbadem-ის ძვლის ტვინის გადანერგვის ცენტრის ხელმძღვანელი.

თავსებადი არანათესავი დონორი (MUD)

სპეციალისტები გამოყოფენ ძვლის ტვინის გადანერგვის 2 ძირითად ტიპს. აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია (გამოიყენებენ პაციენტის უჯრედებს) იწვევს ნაკლებ გართულებებს, მაგრამ ზოგჯერ ზრდის რეციდივის რისკს. მეორეს მხრივ, ალოგენური ტრანსპლანტაცია (იღებენ დონორის უჯრედებს) გამოიყენება მწვავე ლეიკოზების დროს.

უმეტესობას, რომლებიც ოპერაციას საჭიროებენ, რეალურად არ ჰყავთ სრულად თავსებადი დონორი. ამ შემთხვევაში, ალტერნატივდ შეიძლება გადაიქცეს არანათესავი დონორი (MUD), რომელიც გვხვდება ძვლის ტვინის დონორების ბანკებში. პროფესორი რატიპი განმარტავს: ახლა თითქმის ყველა პაციენტს შეუძლია მიიღოს ერთი ან თუნდაც რამდენიმე დონორი ამ ბანკებიდან. პრობლემა იმაშია, რომ მათ პოვნას დრო სჭირდება (საშუალოდ, 4 თვემდე) და ბევრ პაციენტს ასე დიდხანს ლოდინი, არ შეუძლია“.

ჰაპლოიდენტური ან 50%-ით თავსებადი დონორი

ჰაპლოიდენტურ ალოგენურ ტრანსპლანტაციაში გამოიყენება პაციენტის 50%-ით თავსებადი ნათესავების (ძმის, დის, მშობლის, ქალიშვილის/ვაჟის) ღეროვანი უჯრედები. ადამიანი, თავისი გენების ნახევარს დედისგან იღებს, მეორე ნახევარს კი - მამისგან. ამიტომ, ბავშვებთან ან მშობლებთან თავსებადობა 50%-ია. არანათესავი უჯრედის ტრანსპლანტაციისგან განსხვავებით, ჰაპლოიდენტური ტრანსპლანტაციის დონორის პოვნა ადვილია. თუმცაღა, შესაძლოა წარმოიშვას გართულება - „ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ“.

CAR T-უჯრედული თერაპია

T-უჯრედები - სისხლის თეთრი უჯრედებია, რომლებიც იმუნურ პასუხს აკონტროლებენ. CAR T-უჯრედებით მკურნალობა ეხმარება პაციენტის ორგანიზმიდან T-უჯრედების განდევნასა და სიმსივნის ამოცნობისთვის მათ გენეტიკურად გადაპროგრამებაში. ამგვარი მკურნალობის არსი, იმაში მდგომარეობს, რომ ჩვეულებრივ, იმუნური სისტემა ცნობს კიბოს გამომწვევ უჯრედს და თავისუფლდება მისგან. ესე იგი, ადამიანს შიგნით აქვს თავისი ანტისიმსივნური სისტემა, რომელიც ებრძვის კიბოს უჯრედებს. იმუნური სისტემის უუნარობა ამოიცნოს და გაანადგუროს ეს უჯრედები, ონკოლოგიის უმეტესობის მიზეზს წარმოადგენს.

მკურნალობის ეს ინოვაციური და კომპლექსური მეთოდი, ახლა მხოლოდ დასავლეთ ევროპასა და აშშ-ის რამდენიმე წამყვან სამედიცინო ცენტრში გამოიყენება. კლინიკა Acıbadem-ი პირველია თურქეთსა და რეგიონში, სადაც მსგავსი მკურნალობა ტარდება. სირეტ რატიპი აღნიშნავს: „ჩვენს პაციენტებს განუკურნებელად მიიჩნევდნენ, მაგრამ მათ უკვე მიიღეს სარგებელი CAR T-უჯრედული თერაპიით. ასე რომ, გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ ჩვენ პაციენტების 50%-ის გადარჩენას შევძლებთ, ეს იქნება დიდი გარღვევა“.

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500

ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000

ჯანმრთელობას გისურვებთ!

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა