ნიკოლოზ ვაშაკიძე - აშშ-რუსეთის შეხვედრაში სერიოზული ინტრიგა შეიტანა ყაზახეთში განვითარებულმა მოვლენებმა, რუსეთის დელეგაციას ჟენევაში მძიმე მდგომარეობაში მოუწია ჩასვლა

სავარაუდოდ, აშშ-რუსეთის ჟენევის შეხვედრა რაიმე სერიოზული, კონკრეტული შედეგებით არ დასრულდება. თუმცა, მხარეები კარებს არ გამოიჯახუნებენ. ვფიქრობ, შეხვედრის შემდეგ ისინი საკმაოდ ხისტად ისაუბრებენ ერთმანეთის პოზიციებზე, მაგრამ მომდევნო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-რუსეთის შეხვედრაში სერიოზული ინტრიგა შეიტანა ყაზახეთში განვითარებულმა ამბებმა.

„რუსეთი უშუალოდ ჩართულია იქ მიმდინარე პროცესებში და საკუთარი სამხედრო კონტინგენტიც ჰყავს შეყვანილი. როგორც იტყვიან, მოსკოვს ფრონტი კიდევ უფრო გაეწელა და, შესაბამისად, დასავლეთის და უკრაინის მიმართულებით მკვეთრი მოძრაობებისთვის რესურსი საგრძნობლად შეუმცირდა. ამ სიტუაციაში აშშ- ს და ნატო-ს არსად ეჩქარება და მათ შეუძლიად საკმაოდ გაამკაცრონ თავიანთი პოზიცია, რასაც პრინციპში ვხედავთ კიდეც. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ აშშ-მ, პირველ რიგში, სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის პირით მკაფიოდ განუცხადა რუსეთს, რომ მისი შანტაჟის არ ეშინია და მზადყოფნაც აქვს რუსეთის უკრაინაზე ახალი სამხედრო თავდასხმის შემთხვევისთვის. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის დელეგაციას ჟენევაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მოუწია ჩასვლა. ყველანაირი ლოგიკით, აშშ-მ ამ ვითარებაში რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს. მთავარია, ჟენევის შემდეგ, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთოს შეხვედრებზე აშშ-ს და ბრიტანეთს ევროპელმა მოკავშირეებმა არ უმტყუნონ“,- აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს