ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან განვიცდით იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომელიც ყაზახეთში განვითარდა და რომლის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყაზახეთში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებთან საელჩო კომუნიკაციას აგრძელებს და ისინი საქართველოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, იმედოვნებს, რომ ვითარების დეესკალაციისა და უსაფრთხოებისთვის ყველა ზომა იქნება მიღებული.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. ძალიან განვიცდით იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომელიც ყაზახეთში განვითარდა და რომლის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული უმოკლეს დროში ვითარების დეესკალაციის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევის მიზნით. გვსურს, რომ ქვეყანამ ძალიან მალე შეძლოს შედეგების დაძლევა. ჩვენს მოძმე ყაზახ ხალხს ვუსურვებთ შემდგომი განვითარების მიმართულებით სვლის გაგრძელებას.

რაც შეეხება ყაზახეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა შესაძლებლობის ფარგლებში ხაზზე იყო მათთან და უწევდა შესაბამის დახმარებას ადგილზე. მთავრობის აქტიური მუშაობის შედეგად მათი ნაწილი დაბრუნდა საქართველოში. საქართველოს იმ მოქალაქეებთან, ვინც ადგილზე რჩებიან, საელჩო აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას გაუწევს. მათი საქართველოში დაბრუნება უახლოეს დღეებში მოხდება”,- განაცხადა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო