ლევან ხაბეიშვილი პარტიაში ცვლილებებზე - პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები - გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ

პოლიტიკური საბჭოს სხდომა რომ იმართება, იქ მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ამიტომ, გამორიცხვით, რა თქმა უნდა, არაფერს გამოვრიცხავ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, ადასტურებს, თუ არა, რომ პარტიაში ცვლილებები იქნება.

მისი თქმით, ზოგადად გადაწყვეტილებების შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულებამდე ვერ ისაუბრებს.

„პოლიტსაბჭოს დასრულებამდე მე ამ გადაწყვეტილების შესახებ, ცხადია, ვერ ვისაუბრებ. ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული. თუმცა, რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი. პოლიტიკური საბჭოს სხდომა რომ იმართება, იქ მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ამიტომ, გამორიცხვით, რა თქმა უნდა, არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ამ გადაწყვეტილებების შესახებ როცა ჩემი კოლეგები, ყველა ერთად ვიმსჯელებთ, საჯაროდ მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი”, - აცხადებს ხაბეიშვილი.

მისივე განმარტებით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილება ბრძოლის სტრატეგია, რომელიც ექნება “ნაციონალურ მოძრაობას”.

ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნას გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს სახალხო აქციებსა და პროტესტს, რომელიც საბოლოო ჯამში, დაასრულებს რუს ოლიგარქსა და მის რეჟიმს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო მძიმე პირობებში მოუწევს ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება. კომუნალური გადასახადების კვალდაკვალ, პროდუქტების გაძვირების პარალელურად ფასები იზრდება საწვავზე, მედიკამენტებზე. ფაქტობრივად, გაუსაძლისი ხდება ქვეყანაში ცხოვრება. ამიტომ, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს ექნება კონკრეტული სტრატეგია და გეგმა. დარწმუნებული ვარ, დღეს იქნება გადაწყვეტილება მიღებული, როგორ უნდა ვებრძოლოთ რეჟიმს, რომელიც არაფერს აკეთებს ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. მეტიც, ყოველდღიურად ძვირდება ცხოვრება“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

ამასთან, მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას” სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ურთიერთობისთვის ნებისმიერ ფორმატში მზად არის, თუმცა მისივე თქმით, ფიქრობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მოქალაქეებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა უკიდურეს გაჭირვებასა და გამოსავალზე.

„არ დაგვავიწყდეს, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, 10 მილიარდი დოლარის ინვესტორი, რომელსაც საქართველოში, ფაქტობრივად, 200 00-მდე სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია, გამოკეტილი ჰყავთ ციხეში. არადა, უკრაინაში ამ მიმართულებით აქტიურად იყენებდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს. კარგად უნდა გაიაზრონ ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ტყვეობა ნიშნავს 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის დაპატიმრებას“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო