ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაცმოძრაობისთვის“ მთავარია დაუოკებელი შურისძიების გრძნობა, რომ ნებისმიერი გზით მოახდინონ დესტაბილიზაცია, რამაც მათი მოკლე ჭკუით, ხელისუფლების ჩამოშლა უნდა გამოიწვიოს

„ნაციონალური მოძრაობისთვის" მთავარია დაუოკებელი შურისძიების გრძნობა, რომ ნებისმიერი გზით მოახდინონ დესტაბილიზაცია, რამაც მათი მოკლე ჭკუით, ხელისუფლების ჩამოშლა უნდა გამოიწვიოს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის განცხადებით, ისინი არ უწევენ ანგარიშს, რომ ამით ქვეყნის ინტერესი დაზიანდება და ქვეყნის მტერი ისარგებლებს.

„ამ პოლიტიკური ძალისთვის დემოკრატიის დასავლური გაგება საერთოდ არ არსებობს, დავინახეთ, როგორი სიხარულით შეხვდნენ ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს. მათი დაუმორჩილებლობის აქცია, "მასობრივი აქცია", რომელიც მასობრივად ვერასდროს გარდაიქმნა, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ რამენაირად დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. მათთვის მთავარია დაუოკებელი შურისძიების გრძნობა, რომ ნებისმიერი გზით მოახდინონ დესტაბილიზაცია, რამაც მათი მოკლე ჭკუით ქვეყანაში ხელისუფლების ჩამოშლა უნდა გამოიწვიოს, თუ გინდა ყრილობა მოუწვევიათ, თუ გინდა "სახალხო ვეჩე", მათ ამ გეგმებს მომავალი არ აქვს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილი ასევე გამოეხმაურა "ნაციონალურ მოძრაობაში" დაგეგმილ პოლიტსაბჭოს სხდომას და აღნიშნა, რომ პარტიას არ აქვს მზაობა პოზიტიური გადაწყვეტილებები მიიღოს და მხოლოდ დესტრუქციაზეა ორიენტირებული.

„მათ შიდა პრობლემები გააჩნიათ. შიდა პოლიტიკური დღის წესრიგი პარტიის შიგნით მოუწესრიგებელი აქვთ და ურთიერთწინააღმდეგობრივ განცხადებებს აკეთებენ თავიანთი პოლიტიკური ტაქტიკის შესახებ, ხან "შავი სიები" უნდათ, ხან ეკონომიკური პროგრამა, ხან დაუმორჩილებლობა, დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის მთელი ბუკეტი აქვთ მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში, რაც საზოგადოებაში არანაირ რეალურ მხარდაჭერას არ ჰპოვებს ხოლმე. თუ ამ დესტრუქციას შეცვლიან ეს მათთვისაც სასარგებლო იქნება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს