ლაშა დამენია - ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია

„ქართული ოცნება“ შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს ვერ გაუმკლავდება, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, რომლის თქმით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში არჩევნები არ იქნება.

როგორც დამენიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად არის შესაძლებელი.

„ღარიბაშვილის ეს განცხადება მხოლოდ და მხოლოდ განკუთვნილია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისა და ამომრჩევლებისათვის, რითაც ვითომ ცდილობს, რომ გააძლიეროს მათი პოზიცია, მაგრამ ვადამდელი არჩევნები არის გარდაუვალი. იმ ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან, რაშიც დღეს ქვეყანა იმყოფება, „ქართული ოცნება“ ვერ ამოიყვანს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით არის შესაძლებელი, რითაც ახალ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია მიენიჭება“, - განაცხადა დამენიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება, ხოლო პოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და დასტაბილურებულია. მისი თქმით, წელს ხელისუფლების მთავარი ამოცანა სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა