ნათია თურნავა - ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები არის დაძლევადი, ჩვენ გვაქვს ამის გეგმა, გვაქვს ამის ხედვა და უკვე გაზაფხულიდან ველოდებით ნორმალიზაციას

ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები არის დაძლევადი, ჩვენ გვაქვს ამის გეგმა, გვაქვს ამის ხედვა და უკვე გაზაფხულიდან ველოდებით ნორმალიზაციას,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ინფლაცია მყისიერად სწორედ კოვიდპანდემიის ფონზე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ერთჯერადი და დროებითიპრობლემა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რა თქმა უნდა, ამავდროულად ძალიან კარგად ვხედავთ თუ რა არის ნომერ ერთი გამოწვევა - მიმდინარე პერიოდის გამოწვევა არის ფასების ზრდა, ეს არის მაღალი ინფლაცია. უნდა ვთქვათ, რა ფონზეა ეს მაღალი ინფლაცია განვითარებული, ეს უნდა დავინახოთ გლობალურ კონტექსტში, რადგან ჩვენ არასდროს წინა პერიოდში არ გვქონია მაღალი ინფლაცია და არასდროს დასახელებულა მაღალი ინფლაცია, როგორც დიდი გამოწვევა საქართველოსთვის. ინფლაცია გაიზარდა მყისიერად სწორედ კორონავირუსის პანდემიის კვალობაზე და ეს მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, მთლიანად მსოფლიოში. განსაკუთრებით გაძვირდა მთელ მსოფლიოში სასურსათო პროდუქცია, "ფაო"-ს მონაცემებით, 27%-ით და მეტით არის გაძვირებული სასურსათო პროდუქცია, იცით, რომ ნავთობპროდუქტები არის გაძვირებული, ბუნებრივი აირი არის გაძვირებული მთლიანად მსოფლიოში და აქედან გამომდინარე, საქართველო, რომელიც არის ინტეგრირებული რეგიონში, არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა გამონაკლისი, მაგრამ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ეს არის პანდემიის მომყოლი ეფექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ერთჯერადი და დროებითი პრობლემა.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, უკვე გაზაფხულიდან ველოდებით, რომ ინფლაციის დონე დაიწევს და წლის ბოლომდე სრულიად შესაძლებელია, რომ ისევ პანდემიამდელ ნიშნულზე დავიდეს- 3-4 % მაქსიმუმ. თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ველოდებით ამ მომენტს და ამ ეტაპზეც ძალიან აქტიურად ვერევით ფასების დასტაბილურების პროცესში, ინფლაციის მოთოკვის პროცესში. იცით, რომ მთელი რიგი ინიციატივაა სხვადასხვა საქონელთან მიმართებით - მედიკამენტებთან დაკავშირებით ჯანდაცვის ახალი მინისტრი ამზადებს წინადადებას, ასევე მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ იმას, რომ საექსპორტო პროდუქცია გაიზარდოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტირებულ საქონელზე, ასევე გაიზარდოს ადგილობრივი წარმოება სხვადასხვა მიმართულებით, შემცირდეს იმპორტზე დამოკიდებულება და ეს თავის ასახვას, რა თქმა უნდა, პოვებს ფასების უფრო სტაბილურ დონეში. ასევე, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეროვნული ბანკიც ახორციელებს თავისი მანდატის ფარგლებში მნიშვნელოვან ნაბიჯებს იმისთვის, რომ უკვე მოკლე ვადაში მოთოკოს ინფლაცია, გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა და ჩენ მთლიანად ეკონომიკური გუნდი ძალიან აქტიურ ყოველდღიურ რეჟიმში ვმსჯელობთ თუ როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას,“- განაცხადა თურნავამ.

გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ერთად ყოფნის 10 წელი - „კარფური“ 10 წლის იუბილეზე ერთგულ მომხმარებლებს, ყოველ თვე განსაკუთრებული პრიზებით დააჯილდოებს
ფრანგულ ბრენდ  ETAM-ის ახალი ფილიალი „დრესაპ ჯგუფისგან“
„კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს