პრეზიდენტმა მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვეტოს დაადებს თუ ხელს მოაწერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს

პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტს ხელი ჯერ არ მოუწერია.

კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრეზიდენტი ორი კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უკან უბრუნებს პარლამენტს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ პარლამენტისგან კანონპროექტები 31 დეკემბერს მიიღეს. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციით განსაზღვრული დრო 14 იანვარს ეწურება. პრეზიდენტის პოზიცია გადაწყვეტილება მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

მმართველი უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ნაცვლად ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

რაც შეეხება "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, მოსამართლეთა მიმართ ახალი სახის დისციპლინური ზომები შემოდის. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებები არსებულზე დაბალი კვორუმით მიიღება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა