22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებმა მათი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვაზე უარი განაცხადეს

22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულებმა აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მათი საქმის განხილვაზე უარი განაცხადეს.

ვინაიდან დაკავებულებისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას ითვალისწინებს, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ბრალდებულებს განუმარტა აღნიშნული საკითხი და იკითხა, სურდათ თუ არა დაკავებულებს, მათი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.

ბრალდებულმა აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა გასულ სხდომაზე აღიარა, თუმცა, განაცხადა, რომ თანამზრახველი არ ჰყოლია. გიორგი კავილაძე კი თავს დამნაშავედ ნაწილობრივად მიიჩნევს, კერძოდ, ის აცხადებს, რომ მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია და მისი დანაშაული მხოლოდ მკვლელობის არშეტყობინებაა.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა.

გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს.

აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა