ზაალ უდუმაშვილი - საუბარი იქნება შიდაპარტიულ გაძლიერებაზე - რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ამის შესახებ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდგომ ვისაუბრებთ

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე განიხილავენ პარტიის სამომავლო სტრატეგიას, როგორ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას და რა იქნება მათი მთავარი მიმართულებები.

მისი თქმით, სწორედ პოლიტსაბჭომ უნდა იმსჯელოს ამ ყველაფერზე და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.

“ბუნებრივია, ძალიან რთულ პერიოდში ვართ, რთული ბრძოლა გველოდება წინ, მაგრამ, დიახ, ამ ბრძოლისთვის ჩვენ მზად ვართ. პარალელურად, განიხილება ყველა ის მიმართულება, რომელიც აქამდე იყო, მათ შორის, რა თქმა უნდა, საპროტესტო მოძრაობა, ტალღა და ქუჩის პროტესტი. ასევე, ძალიან აქტიურად იქნება მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და აქტიური კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან. დღეს ყველა კარგად ვხედავთ, რომ დრო არის ძალების გაერთიანების, რათა მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე", - აცხადებს უდუმაშვილი.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, ქვეყანაში 3 წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება, ზაალ უდუმაშვილის თქმით, პრემიერი რას ამბობს ერთია და რა სურს ხალხს, ეს მეორეა. მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება დღის წესრიგში იდგა და დგას.

“სწორედ ეს არის ჩვენი საბოლოო ამოცანა, რასაც უნდა მივაღწიოთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. ბუნებრივია, ამაზე იქნება სწორედ მთავარი აქცენტი - ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება", - აცხადებს უდუმაშვილი.

რაც შეეხება პარტიაში საკადრო ცვლილებებს, როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, ვიდრე პოლიტსაბჭო არ დასრულდება ამ საკითხზე ვერ ისაუბრებს.

„საუბარი იქნება შიდაპარტიულ გაძლიერებაზე, როგორ უნდა გავაძლიეროთ პარტია სამომავლო ბრძოლისთვის. რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ამის შესახებ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდგომ ვისაუბრებთ", - აცხადებს უდუმაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა