პარლამენტის თავმჯდომარე რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო.

ბატონი რეზოს გარდაცვალება დიდი დანაკლისია მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის და მთლიანად, ჩვენი ქვეყნისთვის.

ვუთანაგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს“, - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმარში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა