ხატია დეკანოიძე - პოლიტსაბჭოს მოწვევის მიზანი არის პარტიის გაძლიერებაზე მუშაობა - გიდასტურებთ, რომ გარკვეულწილად იქნება გადაადგილებები

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიის წევრები პოლიტსაბჭოს სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

ამასთან, დეკანოიძე ადასტურებს, რომ პარტიაში გარკვეულწილად იქნება გადაადგილებები.

როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტსაბჭოზე საპროტესტო აქციებზეც იმსჯელებენ და დასახავენ სტრატეგიას თუ როგორ უნდა გახადონ აქციები შედეგის მომტანი.

„ჩვენი პოლიტსაბჭოს მოწვევის და შეხვედრის დღევანდელი მიზანი არის პარტიის გაძლიერებაზე მუშაობა. სტრატეგიული გეგმა, მეორე საკითხი რაზეც ვიმსჯელებთ არის ის, თუ როგორი უნდა იყო პარტიის სამოქმედო გეგმა სხვადასხვა მიმართულებით. ამასთან, გიდასტურებთ, რომ სტრუქტურის და პარტიის შიგნით გარკვეულწილად იქნება გადაადგილებები. ამაზე პოლიტსაბჭოს შემდეგ უფრო კონკრეტულად შემეძლება განცხადების გაკეთება. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მას კვლავ შეზღუდული აქვს ძალიან ბევრი უფლებრივი მდგომარეობა და რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ვიმსჯელებთ იმაზეც თუ როგორი უნდა იყოს პარტიის სტრატეგია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას გულისხმობს. ზოგადად პოლიტიკური პარტიის მუშაობა არის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა, პირველ რიგში რაც ყველაზე მნიშვნელოვნად გვესახება არის ამომრჩეველთან მუშაობა. ვფიქრობ, რომ საქართველოში უნდა მოიხსნას ტრადიცია რაც მხოლოდ წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთან მუშაობას გულისხმობს. აღნიშნული კუთხით ვიმსჯელებთ, ძალიან ზუსტი იქნება გეგმა, თუ როგორი უნდა იყოს ფრონტი და ველი გაშლილი იმ ადამიანების მიერ, ვისაც ძალიან ბევრი გვაქვს სათქმელი ამომრჩევლებისთვის. მეორე საკითხი, რა თქმა უნდა, არის საპროტესტო აქციები და როგორ უნდა მივიდეთ იმ ტალღამდე, როდესაც საპროტესტო აქციები იქნება შედეგის მომტანი. მესამე თემა ეს არის საგამოძიებო კომისიების მიმართულებით მუშაობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა დეკანოიძემ

ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა