ქალაქ მარტვილის 24-საათიანი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოსაწყობად სამუშაოები იწყება

წყალმომარაგების კომპანია მარტვილის 24 საათიანი წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და კონტრაქტორი კომპანია „COBRA INSTALACIONES Y SERVICIOS, S.A. branch Georgia“-ს წარმომადგენელმა, ირმა რატიანმა მოაწერეს.

„ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სისტემების მშენებლობა 30 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 30 მილიონ ლარამდე მოხმარდება.

დღეის მდგომარეობით, ქალაქის ძირითად ნაწილს წყალი სტაბილურად მიეწოდება, თუმცა, ზაფხულის პერიოდში მკვეთრად იკლებს წყლის დებიტი და მოსახლეობა წყლით დღე-გამოშვებით მარაგდება.

რაც შეეხება ქალაქში არსებული წყალარინების სისტემას, სრულად ამორტიზებულია.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობები, წყალსადენის ქსელი, სატუმბი სადგური, რეზერვუარები და წყლის გამწმენდი ნაგებობა.

ასევე, აშენდება წყალარინების ახალი სისტემა, მოეწყობა სატუმბი სადგურები და კოლექტორები.

გარდა ამისა, წყალმომარაგების კომპანია მიმდინარე წლის დასაწყისში, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს.

ობიექტი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს.

აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ, მარტვილის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით, წყალარინების თანამედროვე ქსელითა და გამწმენდი ნაგებობით ისარგებლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა