გიორგი კანდელაკი - ნატო-ში გაწევრიანების საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული და ეს ივანიშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილებაა

ნატოს არაერთი სამიტი ჩატარდა ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არანაირი რეალური ძალისხმევა იმისთვის, რომ ამ ძალიან რთულ საკითხში წინსვლა ყოფილიყო, ამისთვის საქართველოს რეალური ნაბიჯები არ გადაუდგამს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანების პოლიტიკური საკითხი თავად საქართველოს მიერაა გაყინული.

„სიმართლე ისაა, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული და ეს არის ივანიშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება. წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო თანამშრომლობა არის ნატოსთან, ნატოში გაწევრიანების პოლიტიკური საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული. სწორედ ეს წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის გენერალურ ხაზს. ნატოს არაერთი სამიტი ჩატარდა ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არანაირი რეალური ძალისხმევა იმისთვის, რომ ამ ძალიან რთულ საკითხში წინსვლა ყოფილიყო, ამისთვის საქართველოს რეალური ნაბიჯები არ გადაუდგამს. ასე რომ, სწორედ ეს არის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრობლემა ასევე იმასთან ერთად, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში, რუსეთ-დასავლეთის ორმხრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს საკითხი თავად საქართველომ გააქრო და ამის დასტურია ის, რომ უმაღლეს დონეზე რუსეთისა და დასავლეთის ლიდერებს შორის გამართულ დისკუსიებში საქართველოს დეოკუპაციის საკითხი პრაქტიკულად აღარ ფიგურირებს. თუ კი თავად საქართველო არ მოახდენს ამ საკითხის წამოჭრას და მეგობრებთან მუშაობას იმისთვის, რომ შემდეგ რუსეთთან წამოჭრან დეოკუპაციის საკითხი, ამას საკუთარი ინიციატივით, რა თქმა უნდა, არავინ არ გააკეთებს“, - განაცხადა კანდელაკმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო