„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ - თურქეთთან ფარმაცევტული ბაზრის გახსნა გონივრული და დროული ნაბიჯია

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ შეფასებით, საქართველოს მთავრობისა და კერძოდ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა თურქეთთან ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით გონივრული და დროული ნაბიჯია.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ასოციაცია განაგრძობს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული გამოწვევების შესწავლას და წევრი კომპანიების საჭიროებებისა და გამოწვევების გაანალიზებას.

„რეფორმის გატარების დროს აუცილებელია ყველა მხარის ინტერესები იქნას დაცული და გათვალისწინებული. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია არსებული კანონმდებლობის გადახედვა და შესაბამისი, სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც გათვლილი იქნება როგორც მოქალაქეებზე, ასევე ფარმაცევტულ სექტორში მოღვაწე კომპანიებზე. მოხარულნი ვართ, რომ მედიკამენტების ხარისხისა და ღირებულების რეგულირების პროცესში ჩართულია კონკურენციის სააგენტო, რომელიც დეტალურ ინფორმაციას ფლობს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანიებმა პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს „ბაზრის გახსნის“ აუცილებლობის საკითხზე იმსჯელეს, რაც თანაბრად სამართლიან მდგომარეობაში ჩააყენებდა როგორც ფარმაცევტულ სექტორში მომუშავე ბიზნეს ოპერატორებს, ასევე მოსახლეობას, რომელიც შეძლებს გაიაფებული და ხარისხიანი მედიკამენტების მიღებას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული პროცესი დინამიურად და კონსტრუქციულად წარიმართება, რაც მეტად მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ამ სექტორში მოღვაწე კომპანიებისა და მთლიანად ბიზნესისთვის, რადგან აუცილებელია ბიზნეს ჰქონდეს დაცულობისა და სამართლიანობის შეგრძნება, რაც პოზიტიურად აისახება როგორც უცხოური, ასევე ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვის დროს“,- ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებთ, თურქეთის ბაზრის გახსნა და იქიდან საქართველოში ხარისხიანი მედიკამენტების შემოტანა იგეგმება. მისივე თქმით, დაგეგმილია საკანონმდებლო ბაზის შეცვლაც, რაც პრემიერის თქმით, მედიკამენტებზე ფასებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს