ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილს დღემდე არ ეძლევა საკუთარი ექიმის მომსახურების მიღების საშუალება

მიხეილ სააკაშვილს დღემდე არ ეძლევა საკუთარი ექიმის მომსახურების მიღების საშუალება, რაც არის კანონმდებლობით გარანტირებული უფლება, რომელსაც სასჯელაღსრულების სისტემა ყოველდღიურად არღვევს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის ციხესთან განაცხადა.

მშვენიერაძემ აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციის გამო, რომელიც ციხეში ვიზიტამდე „პისიარ" ტესტის გაკეთებას ავალდებულებს, ის მიხეილ სააკაშვილს დღეს ვერ შეხვდა.

„ჩვენთვის არ იყო აქამდე ცნობილი, დღეს ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ვიზიტორები მხოლოდ "პისიარ" ტესტით დაიშვებიან და აღარ არის საკმარისი სწრაფი ტესტი, რომელსაც აქამდე ყოველი ვიზიტის წინ ვიკეთებდით. შესაბამისად, დღეს ვეღარ მოესწრება "პისიარ" ტესტის გაკეთება და შესვლა. დღეს გვინდოდა გვესაუბრა ბატონ მიხეილთან იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც ის დგას. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებს, ჩემი კოლეგების ნაწილს "პისიარ" ტესტიც აქვთ გაკეთებული, არ ეძლევათ მასთან პირისპირ, მიყურადების გარეშე კომუნიკაციის საშუალება, რაც რეალურ დაბრკოლებას წარმოშობს დაცვის უფლების განხორციელების კუთხით“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო კომუნიკაციის შეზღუდვა არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო. მშვენიერაძე ფიქრობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა, სასამართლოში საარჩელი შეიტანოს.

მან ასევე ყოფილი პრეზიდენტისთვის ალტერნატიული სამედიცინო მომსახურების შეზღუდვაზეც ისაუბრა.

„როცა ვლაპარაკობთ ჯანდაცვის უფლებებზე, უნდა ვთქვათ, რომ კანონმდებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელს აკისრებს ვალდებულებას წერილობითი უარი გვითხრას ალტერნატიული სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, რომლის გასაჩივრების საშუალებაც გვექნებოდა სასამართლოში, თუმცა ის ამასაც არ აკეთებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ, ადვოკატები, განვიხილავთ, რომ სასამართლოს უახლოეს პერიოდში ამასთან დაკავშირებით მივმართოთ“, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა