ნიკა მელია - არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ყველა პოლიტიკური პარტიის და საღად მოაზროვნე მოქალაქის სურვილია, ქვეყანაში ცვლილებების მოხდენა, რაც შეიძლება მალე

არა მხოლოდ ჩვენი პარტიის, არამედ ყველა პოლიტიკური პარტიის და საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქის სურვილია, ამ ქვეყანაში ცვლილებების მოხდენა, რაც შეიძლება მალე, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ „მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება.”

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები.

როგორც ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებზე.

„ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებაზე, მათ შორის საზოგადოების აქტიურ ნაწილზე, ამასთან, რამდენად სწრაფად შეძლებს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გახდეს უფრო მოქნილი, უფრო ახლო მოკავშირე საქართველოს მოქალაქის. ის, რომ დღეს ადამიანებს რწმენა არ აქვთ ხვალინდელი დღის; ის, რომ დღეს ფასების ზრდა რეკორდულ მაჩვენებელს უახლოვდება თვიდან თვემდე; ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს თვალი უჭირავთ ქვეყნიდან გაქცევაზე, არის იმის წინაპირობა, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და ცვლილებებით მოქალაქეებმა ირწმუნონ, რომ ქვეყანაშიც შესაძლებელია უკეთესად ცხოვრება. არ არის აუცილებელი თავქუდმოგლეჯილი გაიქცე ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში იმისათვის, რომ ოჯახი შეინახო. ამიტომ პარტიის დღის წესრიგში და არა მხოლოდ ჩვენი პარტიის, არამედ ყველა პოლიტიკურ პარტიის და საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქის სურვილია, ამ ქვეყანაში ცვლილებების მოხდენა, რაც შეიძლება მალე, თუმცა, ბევრი რამ იქნება თითოეულ ჩვენგანზე დამოკიდებული, მათ შორის ჩემზე და ჩემს მეგობრებზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა