მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, "ნაციონალური მოძრაობა" საკადრო ცვლილებებით იცვლიდეს სახეს

არ მგონია, "ნაციონალური მოძრაობა" საკადრო ცვლილებებით იცვლიდეს სახეს, რეალურად, ის კვლავ ქართული პოლიტიკის მთავარ დესტრუქციულ ძალად დარჩება - ერთადერთი რაც მოსალოდნელია, არის გამწვავება, რომ უფრო მეტად დესტრუქციული გახდეს ,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, კონკრეტული პირების ერთმანეთთან შედარება მისი საქმე არ არის, თუმცა, ფაქტია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დღითი დღე სულ უფრო მეტი ექნება ჯანსაღი ძალების დეფიციტი.

"ახალი და მოულოდნელი ალბათ, ამაში არაფერი ყოფილა, ამაზე მეტყველებს თავად ნიკა მელიას გადაწყვეტილებებიც და საქციელიც, როგორიც იყო დიდი ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერის ფონის გარეშე წარდგომა საზოგადოების წინაშე და ბევრი სხვა. მე არ მგონია, რომ დიდი მოლოდინები უნდა გააჩინოს საზოგადოებაში ამ ცვლილებებმა, არ მგონია "ნაციონალური მოძრაობა" ამით იცვლიდეს სახეს, ის რეალურად კვლავ დარჩება ქართული პოლიტიკის მთავარ დესტრუქციულ ძალად. ერთადერთი მოსალოდნელი თუ იქნება, არის გამწვავება ამ მიმართულებით, რომ უფრო მეტად დესტრუქციული გახდეს და აქტიური დესტრუქციული გეგმების განხორციელებაში, სხვა მოლოდინები არ უნდა გვქონდეს. "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში რომელიმე თანამდებობის პირის ან წევრის ერთმანეთთან შედარებისგან თავს შევიკავებდი, ეს არ არის ჩემი საქმე, მაგრამ ფაქტია, რომ დღითი დღე სულ უფრო მეტი ექნება "ნაციონალურ მოძრაობას" დეფიციტი ჯანსაღი ძალებისა საკუთარ რიგებში",- განაცხადა სარჯველაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს