პეტრე ცისკარიშვილი - ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ხორციელდება, მიმართულია იმისკენ, რომ პარტია გაძლიერდეს - ასევე რესურსები, ძალისხმევა მიმართული იყოს იმისკენ, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოვიხსნათ ტყვეობიდან

ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ორგანიზაციაში ხორციელდება, მითუმეტეს პოლიტიკურ პარტიაში, მიმართულია იმისკენ, რომ პარტია გაძლიერდეს - ასევე პარტიული რესურსები, ძალისხმევა მიმართული იყოს იმისკენ, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოვიხსნათ იმ ტყვეობიდან, რომელშიც ის იმყოფება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარტიაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილება მიმართულია იმისკენ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მეტი მხარდამჭერი გამოუჩნდეს.

როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შემდეგ არჩევნებს საპატიმროს გარეთ შეხვდეს.

„ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ორგანიზაციაში ხორციელდება, მითუმეტეს პოლიტიკურ პარტიაში, მიმართულია იმისკენ, რომ პარტია გაძლიერდეს, უფრო მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ ხალხში, საზოგადოებაში, მეტი მომხრე და წევრი შემოვიერთოთ. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ხალხის დიდ ნაწილს არ მოსწონდეს „ოცნება“, არამედ უნდა მივიდეთ ამომრჩევლამდე და ავუხსნათ ალტერნატივას რას ვთავაზობთ, - ეკონომიკაში, დასაქმებაში, ინვესტიციების კუთხით. ეს მარტივი საქმე არ არის, ამას მხოლოდ მშრალად დაწერილი პროგრამა არ ყოფნის ხოლმე. გამოცდილებამ გვანახა, ამას სჭირდება თითოეულ ოჯახთან, ქალაქთან მუშაობა, უშუალო შეხვედრით და შეხებითაც, ასევე მასმედიის საშუალებით.

ასევე ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენი შემდეგი პარტიული რესურსები, ძალისხმევა მიმართული იყოს იმისკენ, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოვიხსნათ იმ ტყვეობიდან, რომელშიც ის იმყოფება. არა მიხეილ სააკაშვილი სადღაც გადაიყვანონ და გააქრონ, არამედ იყოს საქართველოში და შემდეგ არჩევნებს ქართულ მიწაზე შეხვდეს, თითოეულ ქალაქში ჩავიდეს. მერე რა შედეგს დადებს „ნაციონალური მოძრაობა“ და როგორ დამარცხდება „ქართული ოცნება“, ეს ძალიან კარგად იციან და ამიტომ აკეთებენ ყველაფერს, რომ მიხეილი გარეთ არ იყოს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა