თბილისის ზღვის მიმდებარედ დევნილები უსაფრთხო საცხოვრებელი ფართების მოთხოვნით აქციას მართავენ

თბილისის ზღვის მიმდებარედ დევნილები აქციას მართავენ და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი საცხოვრებელ ფართებში, სადაც ამჟამად ცხოვრობენ, დაბრუნებას არ აპირებენ და ღამის გათენებას ქუჩაში გეგმავენ.

„კითხვები დასმულია და პასუხებს ველოდებით, სანამ კონკრეტულ პასუხებს არ მივიღებთ, ჩვენ აქედან წამსვლელები არ ვართ და არც დავიშლებით“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი კორპუსი, ყოფილი სანატორიუმი ისედაც დაზიანებული იყო, დღეს კი შენობამ ნგრევა დაიწყო.

მათივე განცხადებით, კედლები და ჭერი დაზიანებულია, კორპუსში კი ახალი ბზარები ყოველდღე ჩნდება და ბათქაში იყრება.

„ბავშვები თამაშობდნენ, ეს რომ ჩამოვარდა... თქვენ თვითონ მოიძიეთ და თანხას ჩაგირიცხავთო. ეს დასაჯერებელია? - ახლა უკვე ქირით გაყვანა უნდათ. ქირით ალბათ გადაგვიყვანენ, ერთი-ორი თვე გადაგვიხდიან, მერე კარგად იყავი“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო