იაგო ხვიჩია - „შავ სიაში“ არავის მოხვედრა არ მინდა

„შავ სიაში“ არავის მოხვედრა არ მინდა, არავის დაჭერა არ მინდა და არავის ციხეში ჩასმისთვის არ ვიბრძვი,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, ის „ნაციონალურ მოძრაობას“ ე.წ. შავი სიების შექმნაში მხარს არ დაუჭერს, თუმცა საგამოძიებო კომისიის შექმნაში დაეხმარებიან.

„არ მომწონს მე ასეთ პროცესებში მონაწილეობა, არავის შავ სიაში მოხვედრა არ მინდა, არავის დაჭერა არ მინდა და არავის ციხეში ჩასმისთვის არ ვიბრძვი, ეს არ არის ჩემი ამოცანა. ამ სასამართლოს არ შეუძლია, განსაზღვროს ვინ არის დამნაშავე და ვინ არა, ჩვენ უშუალოდ ფიზიკურად მოძალადეების გარდა ვილაპარაკოთ ვინმეს დაჭერაზე, ციხეში ჩასმაზე, შურისძიებაზე და „შავ სიაზე“, ამის საწინააღმდეგო მხარეს ვარ. პირიქით, ჩვენ რაღაცნაირად უნდა გადავაბიჯოთ ამას.

ჩვენ იგივე გარიგებით მივალთ ყველასთან, რა გარიგებითაც „ნაცმოძრაობასთან“ მივედით, გამოვიდა ისე, რომ ჩვენი ხმა გახდა საჭირო ამ 50 ხმაში საგამოძიებო კომისია რომ ოპოზიციამ შექმნას, ყველას ვჭირდებით, შესაბამისად, ძალიან სამართლიანი მოთხოვნა გვაქვს. ყველას ხომ გჭირდებით ხალხო? მეც ყველა მჭირდებით იგივე მიზნის მისაღწევად, რასაც საგამოძიებო კომისიის შექმნა ჰქვია. თქვენ რაზეც გინდათ შექმენით და იძიეთ, თუ მთხოვთ, რომ მივიღო მონაწილეობა და აზრს მკითხავთ კი ბატონო, მაგრამ ხელს არ შეგიშლით, თქვენ იძიეთ, მაგრამ როდესაც მე დამჭირდება თქვენც ზუსტად ასე მოიქეცით, მე შემაქმნევინეთ ეს კომისია და ხელი არ შემიშალოთ. ასეთი პირობაა საჯაროდ ჩვენგან შეთავაზებული“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა