მამუკა ხაზარაძე - რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო

როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილმა „წააგო იმიტომ, რომ ვერ შეგვაშინა, ვერ გაგვტეხა და ვერ შეგვაჩერა“.

„უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა მე და ჩვენს თანაგუნდელებს, ბადრის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რადგან ის, რაც ქვეყანაში ხდება, ის პოსტსაბჭოური მენტალიტეტი დამთავრდეს ამ ქვეყანაში, რათა ამ ქვეყანამ მიიღოს სამართლიანი არჩევნები, მართლმსაჯულება და სასამართლო და არა ის პროკურატურა და მოსამართლეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა გადმოიბარა წინა ხელისუფლებიდან. თქვენ გახსოვთ, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლოზუნგი იყო „ღირსების შელახვის საწინააღმდეგოდ გალაშქრება“ და ღირსების აღდგენა იყო მთავარი თემა, რასაც ყველა მხარს ვუჭერდით. პირველი, რაც მან გააკეთა - სწორედ ის ადამიანები გადმოიბარა წინა ხელისუფლებიდან. საუბარია პროკურორებზე, მოსამართლეებზე და მთლიანად სისტემაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ღირსებას ულახავდა. ყველაფერი, რაც ჩვენ წინააღმდეგ გრძელდება უკვე 3 წლის განმავლობაში არის მისი და მისი დამქაშების მიერ დადგმული შოუ, რათა გადაიფაროს ის მძიმე ვითარება, რომელიც ქვეყანაში არის - ეს არის სიღატაკე, გაჭირვება და ემიგრაცია. დროა, რომ თითოეული ჩვენგანი გონს მოვეგოთ და ვთქვათ, რომ ამ შოუებით კი არ გავალთ ფონს, არამედ ამ ქვეყანას სჭირდება სერიოზული რეფორმები და გამოსავალი ძალიან მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც ქვეყანა ჩავარდა.

გუშინწინ ჩამოვედი, 3 დღით ვიყავი წასული დუბაიში და მინდა გითხრათ, რომ ქვეყანა, რომელსაც გააჩნდა ქვიშა და არ ჰქონდა წყალი, დღეს არის წამყვანი ეკონომიკა მსოფლიოში. ღმერთის წყალობით, ჩვენ წყალიც გვაქვს, ქვიშაც, ყველანაირი მიწა და ზონა აგროკულტურისთვის, მთა, ბარი, ტბა, მდინარე, ზღვა და ვართ უღარიბესი ქვეყანა. ეს იმიტომ, რომ ასეთი სისტემაა ამ ქვეყანაში, ასეთი სასამართლო, პროკურატურა და უსამართლობა არის ამ ქვეყანაში. ბრძოლა გაგრძელდება და მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი, მან ეს ბრძოლა მორალურად წააგო. დანარჩენ შედეგს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან აქ საქმე არ ეხება მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს ან ავთო წერეთელს, საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას, რომელსაც თქვენთან ერთად აუცილებლად დავაყენებთ ფეხზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების - მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოცხადდეს.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა