მამუკა ხაზარაძე მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული მამუკა ხაზარაძე მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. აღნიშნულის მიზეზი სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება გახდა.

ბრალდებულების გაღიზიანება პროკურორის რეპლიკამ გამოიწვია, რადგან დაცვის მხარის შეფასებით, პროკურორი არა რეპლიკით, არამედ ახალი დასკვნითი სიტყვით სარგებლობდა.

"3 წელია ამ სისულელეს ვისმენთ",-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რასთან დაკავშირებითაც, პროკურომა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ "სიმართლე მწარეა".

"მაგ სიმართლით იარე, 3 წელია, ბოდავ",- მიმართა მამუკა ხაზარაძემ პროკურორს, რის შემდეგაც პროკურორმა გიორგი მიქავამ ხაზარაძეს უთხრა, რომ "3 წელია, მან ზრდილობა ვერ ისწავლა".

"ვის ელაპარაკები ზრდილობაზე, რამე არ შეგეშალოს! თქვენ გონზე ხართ საერთოდ რას ლაპარაკობთ? შენ გგონია 9 წლის მეშინია? ციხეში წასვლის მეშინია?",- განაცხადა ხაზარაძემ, რის შემდეგაც მას მოსამართლემ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

"გავალ, ეს არ არის სასამართლო, თქვენ ხართ ბიძინას მონები",- განაცხადა ხაზარაძემ.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
კახა ოქრიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს