თამარ გაბუნია - ორსულების გარდაცვალების თავიდან აცილების ერთადერთი ქმედითი გზა შეიძლება იყოს ისევ აქტიური ვაქცინაცია, რომელიც ჯერ ძალიან დაბალ მაჩვენებელზეა

ორსულების გარდაცვალება არის ძალიან სერიოზული პრობლემა და სამწუხაროდ, ორსულების გარდაცვალების თავიდან აცილების ერთადერთი ქმედითი გზა ისევ შეიძლება იყოს აქტიური ვაქცინაცია, რომელიც ჯერჯერობით არის ძალიან დაბალ მაჩვენებელზე,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ორსულების შემთხვევაში მართვა ხორციელდება იმგვარად, რა შესაძლებლობებიც ჯანდაცვის სისტემას აქვს.

„ჩარევა არის მაქსიმალურად ინტენსიური, თუმცა გარდაცვალების შემთხვევა ბევრად უფრო მეტი იყო წელს, ვიდრე იყო ეს გასულ წელს. „დელტა“ შტამმა განსაკუთრებით დაამძიმა ეს მიმდინარეობა, ამდენად ორსულების შემთხვევაში მთავარი გამოსავალი ისევ და ისევ არის აქტიური პრევენცია ვაქცინაციის გზით, რადგან მაინც ჯანდაცვას დღეს მთლიანად, გლობალურად არ აქვს სრული რესურსი, რომ ბოლომდე მართოს შემთხვევები და ჩვენც ვიცით, რომ 100 შემთხვევიდან ერთი ან ორი შემთხვევა გარდაცვალებით დამთავრდება, რაც არ უნდა გაკეთდეს,“- განაცხადა გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო