დავით სერგეენკო - ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე პაციენტების რაოდენობის გაზრდა მოსალოდნელია, ასეთ შემთხვევაში, კლინიკური სექტორის მზაობის გაზრდა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი

ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე პაციენტების რაოდენობის გაზრდა მოსალოდნელია, ასეთ შემთხვევაში, კლინიკური სექტორის მზაობის გაზრდა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი - იმედი მაქვს, მოგვეცემა საშუალება, მოვისმინოთ ჯანდაცვის მინისტრის კონკრეტული ხედვა ამ მხრივ და არა მხოლოდ კომენტარი,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას რამდენად სწორია ის, რომ 15-მეკლინიკას გაუუქმდა კოვიდის მიმღების სტატუსი და რამდენად სწორია ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია, რომ საწოლფონდის რაოდენობა უნდა შემცირდეს.

სერგეენკოს თქმით, ამ საკითხზე არგუმენტების გაცვლაა საჭირო და შეჯერებული პოზიციის ჩამოყალიბება.

"3-კვირიანი პერიოდით ჩამოვრჩებით იმ ქვეყნებს, სადაც პირველად გამოვლინდა ომიკრონის შტამი, გვაქვს მათი გამოცდილება, რომელიც ამბობს, რომ შემთხვევების რაოდენობა იზრდება ჯერადობით, შეიძლება 5- ჯერ გაიზარდოს ინფიცირებულების რაოდენობა.

საბედნიეროდ, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ომიკრონის შემთხვევაში, ასევე, ჯერადობით მცირდება. ასე რომ, მარტივი ლოგიკით შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ პაციენტების ნაკადი ჰოსპიტალებში დიდად არ უნდა გაიზარდოს, მაგრამ ამას ემატება განვლილი სადღესასწაულო გაზრდილი მობილობა, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე პაციენტების რაოდენობა გაიზრდება. ასეთ შემთხვევაში, კლინიკური სექტორის მზაობის გაზრდა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, მოგვეცემა საშუალება მოვისმინოთ ჯანდაცვის მინისტრის კონკრეტული ხედვა ამ მხრივ და არა მხოლოდ კომენტარი, გავცვალოთ არგუმენტები და შეჯერებული პოზიცია გავაცნოთ საზოგადოებას. იმედი მაქვს, ჯანდაცვის მინისტრი წარმოადგენს უფრო ფართო ხედვას და ჩვენც აქტიურად ვიქნებით ჩართული ამაში, მარტო კომენტარით მხოლოდ ფრაგმენტირებული სურათის დანახვა იყოს შესაძლებელი და არასწორი სურათის,"- განაცხადა სერგეენკომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო