მამუკა ხაზარაძე სხდომათა დარბაზში დააბრუნეს

წესრიგის გამო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაძევებული მამუკა ხაზარაძე საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვაზე კვლავ დააბრუნეს.

ხაზარაძის პროცესზე დაშვების შუამდგომლობით მოსამართლე გიორგი არევაძეს ადვოკატებმა მიმართეს და განმარტეს, რომ „ამ პროცესს მაღალი ემოციური ფონი ახლავს“.

მოსამართლე გიორგი არევაძემ მამუკა ხაზარაძეს სხდომის დარბაზში დაბრუნებისა და საბოლოო სიტყვით სარგებლობის ნება დართო, თუმცა ადვოკატებს მიმართა, ხაზარაძისთვის განემარტათ, რომ ის „ემოციებისგან თავისუფალი იყოს“.

სასამართლოში 15-წუთიანი შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც, სხდომა ბრალდებულების საბოლოო სიტყვებით განახლდება.

დაახლოებით, ერთი საათის წინ, მამუკა ხაზარაძე მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. აღნიშნულის მიზეზი სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება გახდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს