ბადრი ჯაფარიძე - დღესაც აბსოლუტურად იგივეს გავაკეთებდი - ეს უიმედო შემთხვევაა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე გახდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულების დასაწყისი

დღესაც აბსოლუტურად იგივეს გავაკეთებდი, რადგან მიმაჩნია, რომ ვმოქმედებდით ინსტიტუტის საუკეთესო ინტერესებში, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში - ეს უიმედო შემთხვევაა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე გახდება დასაწყისი ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულების, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი, მამუკა ხაზარაძის და ავთო წერეთლის სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ნათელია, რომ ეს საქმე დევნის კლასიკური შემთხვევაა და პროცესზე პროკურორის ემოციური გამოსვლა სრული აბსურდის შენიღბვის მცდელობა იყო.

„რატომ ავიღეთ 30%-იანი სესხი 2007 წელს? იმიტომ, რომ 2008 წელს ვასრულებდით ძალიან მნიშვნელოვან გარიგებას ირლანდიელებთან, ძალიან მომგებიან გარიგებას, დასამალი არაფერი არ არის, მომგებიან გარიგებას, რომლისთვისაც ღირდა 30%-იანი სესხის აღება. ვერ მოესწრო აპრილში და ამიტომ ვთხოვე ბატონ ავთოს, რომ ესესხებინა ჩვენთვის თანხა მხოლოდ 6 თვით და შემდგომ უკვე მივიღეთ ის ზიანი, რომელიც მივიღეთ, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ დღესაც აბსოლუტურად იგივეს გავაკეთებდი, ჩვენ რაც გავაკეთეთ. გავაკეთებდი იგივეს, რადგან მიმაჩნია, რომ ვმოქმედებდით ინსტიტუტის საუკეთესო ინტერესებში, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში შემოგვყავდა უძლიერესი ინვესტორი, რომელიც იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოთამაშე ჩვენი საბანკო სექტორისთვის, მაგრამ მოხდა ის, რისი პროგნოზირებაც შეუძლებელია.

ნათელია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს დევნის კლასიკურ შემთხვევასთან. ჩვენ დღეს რაც მოვისმინეთ, ემოციური გამოსვლა პროკურორის, ეს იყო შენიღბვის მცდელობა იმ სრული აბსურდის, რაც ითქვა. ამის გასაღება ფულის დამალვის მცდელობად ან უვიცობაა, ან შეგნებული გაყალბება. ეს უიმედო შემთხვევაა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე გახდება დასაწყისი ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმისათვის რომ აღარ ნახოს ჩვენმა თანამემამულეებმა ეს სამარცხვინო დევნა და არასოდეს არ მოუწიოს ამ ადამიანებს ასეთი დავალების შესრულება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა