მამუკა ხაზარაძე პროკურორს - ნუ ნერვიულობ შენ ბიძინას ხსენებაზე რა! მე მაქვს უფლება დასკვნით სიტყვაში რაც მინდა ის ვთქვა! დამამთავრებინეთ!

ნუ ნერვიულობ შენ ბიძინას ხსენებაზე რა! მე მაქვს უფლება დასკვნით სიტყვაში რაც მინდა ის ვთქვა! დამამთავრებინეთ! საყვედურს გეტყვის მერე რატომ ალაპარაკეო? უნდა მოისმინო ბოლომდე, იმიტომ, რომ შენთვის არის კარგი. რა ქვეყანაში იცხოვრებთ შენ და შენი შვილები ამას აქვს მნიშვნელობა ეს მოისმინონ, - ასე მიმართა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილს, რომელმაც ხაზარაძეს სიტყვა გააწყვეტინა და განაცხადა, რომ ის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა.

ხაზარაძის განცხადებით, საქმეს, რომელიც სასამართლოში განიხილება არანაირი კავშირი არ აქვს "ფულის გათეთრებასთან", არამედ ეს არის პოლიტიკური საქმე.

"არაფერი არაკორექტული არ მითქვამს, ბატონო მოსამართლე, ბიძინა ივანიშვილის ხსენება მათში დისკომფორტს თუ იწვევს, უნდა გაუძლონ. ცუდ კონტექსტში არაფერი მითქვამს, ეტყობა ვერ გაიგეს.

ეს არის პოლიტიკური დევნა და როგორ შეიძლება ვისაუბრო თემაზე, რომელიც არაფერ კავშირში არ არის "ფულის გათეთრებასთან". ეს არის პოლიტიკური დევნა, ვენდეტა ხაზარაძე- ჯაფარიძის მიმართ და წერეთლის მიმართ, იმიტომ, რომ ტელევიზიის მფლობელია მისი ოჯახი.

ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელსაც არ ესმის რა არის ბიზნესის კეთება, იმიტომ, რომ 1998 წელს ის იყო ყველაზე დიდი ბანკის მფლობელი რუსეთში, ეს ბანკი გაკოტრდა და მეორე დღეს ეს ადამიანი გახდა მილიარდერი. 10 წელი მისი სურათი არ იძებნებოდა. როცა შენი წარსული გაქვს დამალული და გამოდიხარ და ღიად მოქმედ პირებს, თითქმის საჯარო პირებს აყენებ შეურაცხყოფას და ისეთი სისხლის სამართალი გინდა აკიდო, დაახლოებით იგივე, ექიმს დააბრალო თითქოს სპეციალურად მოკლა პაციენტი და ბიზნესმენს და საფინანსო სფეროს წარმომადგენელს აბრალებ ფულის გათეთრებას, ამით რას ეუბნები იცი მსოფლიოს, რომ აქ არ ჩამოხვიდეთო და ეს შეასრულეს, იმიტომ, რომ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ჩვენ არც ერთი კინკილა ინვესტორი არ გვინახავს ამ ქვეყანაში და ბოლოს მოკლეს ყველაზე დიდი იმედი, ანაკლიის პორტი, იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგება ბიძინა ივანიშვილის რუსული პოლიტიკის ინტერესებს საქართველოში,“- განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც ხაზარაძემ სასამართლო პროცესის დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, მას არ სურს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, თუმცა ამისთვისაც მზად არის, რადგან აცნობიერებს რა ბრძოლაში იმყოფება.

„მართლა არ ვარ გიჟი და მართლა არ მინდა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, მაგრამ ამ ქვეყანაში ყველაფერს ველოდები. ეს არ არის მთავარი, მე ამის არ მეშინია, მე იცით რისი მეშინია?! თუ ასე დარჩა, რასაც ჩვენ 3 წლის განმავლობაში ვისმენთ, ამ ქვეყანას განვითარება კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ უწერია. მე ციხეში გამიშვებთ, არ გამიშვებთ, პირდაპირ გეუბნებით, არანაირი ემოცია ამასთან არ მაკავშირებს, იმიტომ, რომ ვიცი რა ბრძოლაში ვარ,“- განაცხადა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო