პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარეს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს

ე.წ. ფულის გათეთრების საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარეს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

როგორც ტყეშელაშვილმა განმარტა, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომელიც ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის ჩადენას ადასტურებს.

„დღეს დასრულდა სასამართლო განხილვა, ბრალდების მხარემ სასამართლო განხილვის პერიოდში წარმოვადგინეთ არაერთი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომლითაც ბრალდებულების ბრალეულობა დასტურდება. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, ხვალ სასამართლო გამოიტანს ერთადერთ, სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის სახით.

არაერთი პირდაპირი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, ბანკის თანამშრომლის ჩვენებები, ასევე, ეროვნული ბანკის აუდიტის წარმომადგენლების ჩვენებები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის წარმომადგენლების ჩვენებები, საბანკო გადარიცხვები, დოკუმენტური მტკიცებულებები და ერთობლიობაში ყველა ეს მტკიცებულება უტყუარად ადასტურებს, რომ სახეზეა ჩადენილი დანაშაული",- განაცხადა ტყეშელაშვილმა.

მისივე განმარტებით, ბრალდებულების მხრიდან თანხების თაღლითურად მითვისებით ბანკი დაზარალდა.

„საქმეს დაზარალებული ჰყავს, ამ შემთხვევაში ზიანი ბანკს მიადგა, ვინაიდან თანხები თაღლითურად მიისაკუთრეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ავთანდილ წერეთლის მონაწილეობით. ყოველი განცხადების დროს აღვნიშნავდით, რომ ზიანი ბანკს მიადგა, ის რომ ოფიციალურად დაზარალებულის დადგენილება საქმეში არ დევს, ეს არის მხოლოდ ფორმალური პროცედურული საკითხი. ეს მხოლოდ მათი საკუთარი ბანკი არ იყო“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა