12 იანვარს, ხელით ბეჭდვის საერთაშორისო ფესტივალის - LIFE N STYLE-ის ფარგლებში, 4 ხელოვანის მიერ შექმნილი ვიდეო-არტების პრეზენტაცია გაიმართება

12 იანვარს, ხელით ბეჭდვის საერთაშორისო ფესტივალის - LIFE N STYLE - ის ფარგლებში, ოთხი ხელოვანის მიერ შექმნილი ვიდეო-არტების პრეზენტაცია გაიმართება. ნამუშევრები ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში იქნება წარმოდგენილი.

პროექტი ფესტივალის მიერ ექვსი წლის განმავლობაში შექმნილი ექსკლუზიური სერიგრაფიული კოლექციის პრეზენტაციას ითვალისწინებს, რომელიც 2022 წლის 22 იანვრამდე გაგრძელდება.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, უნიკალური ანაბეჭდების გარდა, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის სივრცეში წარმოადგენილი იქნება სხვადასხვა მედიაში მომუშავე არტისტებთან კოლაბორაციული პროექტები. მონაწილე არტისტებიდან ფესტივალი აქცენტს ოთხ ქართველ ხელოვან ქალზე აკეთებს, რომლებიც ოთხ დამოუკიდებელ ვიდეო ინსტალაციას წარმოადგენენ.

ორგანიზატორთა ცნობით, ოთხივე არტისტი ერთი და იგივე მედიუმის გამოყენებით, სამყაროს სრულიად განსხვავებული, ახლებური რაკურსით დანახვის მცდელობას გვთავაზობს და თითოეული პროექტი სათქმელის წარმოჩენის სიმძაფრით, საკმაოდ კატეგორიული ტონით და ფორმით გამოირჩევა.

12 იანვარს, შემდეგი არტისტების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი: ელენე რაქვიაშვილი - "წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო...", მარი ათანელი - "იფიქრე ნაკლები, იგრძენი მეტი.. /საუნდი - ნიკოლა იაკუტ" ხოსილიტა - "მან იცის", ქრისტინე ტუსიაშვილი - "სუბორდინაცია საკუთარ თავთან" .

ამავე სივრცეში სტუმრებს საშუალება ექნებათ უტა ბექაიას მულტიმედია ნამუშევარი - "ხაზებს შორის" და ანა თელიას ინსტალაცია "ენერგეტიკული პორტალი" დაათვალიერონ. პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და MOMA თბილისი /ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს