მიხეილ სარჯველაძე - პოლიტიკოსის მიმართ წარდგენილი ბრალდება საკმარისი არ არის საიმისოდ, რათა განაცხადო, რომ საქმე პოლიტიკურად მიკერძოებულია

ის ფაქტი, რომ ბრალდება წარდგენილია პოლიტიკოსის მიმართ, საკმარისი ნამდვილად არ არის საიმისოდ, რომ განაცხადო, რომ საქმე პოლიტიკურად მიკერძოებულია,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროა საკმარისი წინაპირობების არსებობა იმისთვის, რომ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე ისაუბრონ.

"მოგვისმენია, რომ ეს საქმე განსასჯელების მხრიდან ფასდება როგორც პოლიტიკური დევნა, მაგრამ ასეთი შეფასების გაკეთებას სჭირდება კონკრეტული არგუმენტაცია. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბრალდება წარდგენილოა პოლიტიკოსის მიმართ საკმარისი ნამდვილად არ არის საიმისოდ რომ განაცხადო, რომ ეს პოლიტიკურად მიკერძოებული მსჯავრდების საქმეა. არსებობს კონკრეტული კითხვები და მეტი ინფორმაცია უნდა მოაწოდონ საზოგადოებას. ასეთ დროს, ასეთი დასკვნისთვის, რომ საქმე პოლიტიკურად მიკერძოებულია, ერთდროულად უნდა არსებობდეს სავალდებულო და საკმარისი წინაპირობა. ისინი საუბრობენ სავალდებულო წინაპირობაზე (რომ საქმე აღძრულია პოლიტიკოსის მიმართ) , მაგრამ ეს არ არის საკმარისი წინაპირობა დასკვნისთვის, რომ საქმე პოლიტიკურად მოტოვირებულია", - განაცხადა სარჯველაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს