ავთანდილ წერეთელი - ამის შემდეგ ერთ ლარსაც არავის ვასესხებ - ტელევიზიები სულ იძახიან: ფულის გათეთრებაო, შვილიშვილი მოდის და ფულს მთხოვს, მომეცი, ფული უნდა გავათეთრო ბაბუაო

ამის შემდეგ ერთ ლარსაც არავის ვასესხებ, - აღნიშნულის შესახებ ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზების დახმარებაში ბრალდებულმა ავთანდილ წერეთელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დანაშაული არ ჩაუდენია, ხალხს კი ჰგონია, რომ ფული მან „გაათეთრა“.

„სასამართლოს წინაშე ფიცი დავდე, რომ სიმართლეს ვიტყვი და ახლა ვიტყვი, რომ ერთ ლარს არ ვასესხებ არავის ამის შემდეგ, როგორ ვასესხებ? ბატონმა პროკურორმა ბრძანა, ბანკი დაზარალდაო, თუ ბანკი დაზარალდა, ბანკს უნდა ეჩივლა მამუკასთვის და ბადრისთვის, თუ არ იჩივლა, ეს ბანკის პრობლემაა, არ არის დაზარალებული და როგორ იჩივლებდა? 70 წელს გადაცილებული ვარ, 72 წლის ვხდები, ჩემ ცხოვრებაში ასეთი რაღაც არ მომსვლია, გაუგებრობაში დავდივარ 3 წელია, მრცხვენია კაცო, ხალხს ჰგონია, „ფული გავათეთრე“.

ტელევიზიები, ჩემი ტელევიზია იქნება თუ სხვა, სულ იძახიან - ფულის გათეთრება, ფულის გათეთრება - ავთანდილ წერეთელი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძეო. ჩემი შვილიშვილი მოდის და ფულს მთხოვს, მომეცი, ფული უნდა გავათეთრო ბაბუაო“, - განაცხადა წერეთელმა.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების - მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო ხვალ, 12 იანვარს განაჩენს გამოაცხადებს.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა