სერგო ჩიხლაძე - სანამ "ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში პოლიტიკური დევნა გაგრძელდება, ამას უნდა ბრძოლა და ბრძოლის ყველა ბერკეტის ეფექტურად გამოყენება

სახეზე გვაქვს პოლიტიკური დევნა ქვეყანაში - გვყავს პოლიტპატიმარი მესამე პრეზიდენტი, პარტიის პოლიტიკურად დევნილი თავმჯდომარეები, ბიზნესმენები, მედია - მენეჯერები ,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური დევნა არ შეწყდება.

"არავისთვის ახალი არაა, მათ შორის, პოლიტიკური სპექტრისთვის, დასავლელი პარტნიორებისთვის და ამას ვაცხადებთ ჩვენც პირველივე დღიდან, რომ სახეზე გვაქვს პოლიტიკური დევნა ქვეყანაში და ეს არ არის ერთეული შემთხვევები. ეს არის ხაზარაძე - ჯაფარიძე- წერეთლის, გვარამიას, მესამე პრეზიდენტის საქმეები, რომლებიც დასავლელი პარტნიორების მიერ ფასდება, როგორც პოლიტიკური დევნის ელემენტების შემცველი. გვყავს პოლიტპატიმარი მესამე პრეზიდენტი, პარტიის პოლიტიკურად დევნილი თავმჯდომარეები, ბიზნესმენები, მედია - მენეჯერები და სამწუხარო ფაქტია. სანამ "ქართული ოცნება" არის ხელისუფლებაში პოლიტიკური დევნა გაგრძელდება, ამიტომ ამას უნდა ბრძოლა და ბრძოლის ყველა ბერკეტის ეფექტურად გამოყენება", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა