სალომე სამადაშვილი - იმედი მაქვს, მოსამართლეს ესმის, რომ მის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ასახვას ჰპოვებს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ვითარებაზე, არამედ სერიოზული შედეგები ექნება საგარეო თვალსაზრისითაც

იმედი მაქვს, მოსამართლეს ესმის, რომ მის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ასახვას ჰპოვებს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ვითარებაზე, არამედ ძალიან სერიოზული შედეგები ექნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისითაც, - ამის შესახებ ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტიზებული მართლმსაჯულების პირობებში დასავლეთთან დაახლოების კუთხით ქვეყანას სერიოზული გამოწვევები აქვს, ხოლო კონკრეტული საქმე უკავშირდება ანაკლიის პორტის პროექტს, რომლის აშენებაც სტრატეგიული პარტნიორის ინტერესში, ხოლო გაჩერება რუსეთის ინტერესებში შედიოდა, ხელისუფლებამ კი რუსული დაკვეთა შეასრულა.

"საქართველოს ყველა მეგობარი აკეთებს განცხადებებს, რომ "ქართული ოცნების" მიერ გატარებული პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის დასავლეთთან დაახლოების მიმართულებით დაბრკოლებებს ქმნის. ქვეყანას, სადაც პოლიტიზებული მართლმსაჯულება არსებობს, ცხადია, ამ თვალსაზრისით სერიოზული გამოწვევები ექნება. გარდა ამისა, საზოგადოებას მინდა შევახსენო, ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა უკავშირდება სწორედ იმ სტრატეგიულ პროექტს, რომლის აშენებაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოკავშირეებისთვის, ვგულისხმობ, ანაკლიის პორტს და რუსეთის დღის წესრიგი იყო, პორტი არ აშენებულიყო, "ქართულმა ოცნებამ" ეს დაკვეთა შეასრულა - პორტი არ აშენდა, ხოლო ადამიანები, ვისაც ის უნდა აეშენებინათ, დღეს არიან დევნის ობიექტები. შესაბამისად, ყველას გვესმის, რომ ეს კონკრეტული საქმე არა მხოლოდ ჩვენი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ აქვს ძალიან სერიოზული დატვირთვა, რომელიც ქვეყნის გეიპოლიტიკურ ინტერესებს და საგარეო ასპარეზზე ქვეყნის პოზიციებს შეეხება. სწორედ ამიტომ არის დიდი ყურადღება ამ საქმეზე ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან. ხვალ მოვისმენთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმედი მაქვს, მოსამართლეს ესმის, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასახვას ჰპოვებს არამხოლოდ ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ვითარებაზე, არამედ ექნება ძალიან სერიოზული შედეგები მათ შორის, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისითაც", - განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო