მიხეილ სააკაშვილი - ბუქარესტის ფორმულირების გაუქმებას ცდილობს ახლა რუსეთი - 2009-ში პუტინისგან 3 მეტრში ვიჯექი, როცა ამ გადაწყვეტილების ყველა ავტორს დაგვემუქრა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთი ცდილობს ბუქარესტის ფორმულირების გაუქმებას იმის თაობაზე, რომ „საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები".

ამის შესახებ სააკაშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს.

სააკაშვილი ფიქრობს, რომ მისი პატიმრობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს ჩანაწერია.

„ბუქარესტის ფორმულირება იმის თაობაზე, რომ "საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები", ინტენსიური ბრძოლით ჩვენ, პოლონელებმა და ლიეტუველებმა, ამერიკელების დახმარებით გამოვგლიჯეთ გერმანელებსა და ფრანგებს. სწორედ ამ ფორმულირების გაუქმებას ცდილობს ახლა რუსეთი. 2009-ში მე პუტინისგან 3 მეტრში ვიჯექი, როცა ამ გადაწყვეტილების ყველა ავტორს დაგვემუქრა. აბა გამოიცანით, "ყველაზე ჭკვიანებმა", რისთვის ვარ დატყვევებული ციხეში?

ა) 4 პიჯაკის ყიდვის გამო,

ბ) ამნისტიის გამო,

გ) ვენოკების და იუშჩენკოს აბანოში მომსახურების გამო,

დ) ბუქარესტის ფორმულირების გამო და იმის გამო, რომ 2008-ში ქვეყანა არ ჩავაბარეთ რუსეთს“, - წერს სააკაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო