„დროა“ - პოლიტიზებული მართლმსაჯულება ავტორიტარული რეჟიმების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია - სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ  ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს

12 იანვარს, მოსამართლემ უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე, რომელსაც რეალური სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის ერთ-ერთ ცხად მაგალითს წარმოადგენს, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტია “დროა” ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ადამიანები, რომლებიც “ქართული ოცნების” ნებას არ ემორჩილებიან, პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი ხდებიან.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, “დროა“ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთო წერეთელს.

“პოლიტიზებული მართლმსაჯულება ავტორიტარული რეჟიმების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. სწორედ ამიტომ, მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში, ყველა ის ადამიანი თუ ორგანიზაცია, ვინც არ ემორჩილება მმართველი ძალის პოლიტიკურ ნებას თუ პირად სურვილებს, სისტემური პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი ხდება.

ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმეს რამდენიმე მოტივი აქვს: დამოუკიდებელი ბიზნესმენების დასჯა, შურისძიება კრიტიკულ მედიასაშუალება TV პირველზე და ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ხელის შეშლა. ეს ყოველივე კი ნათლად გვაჩვენებს, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის მიზანი საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებაა, რამაც შესაძლოა, ქვეყანას დააკარგვინოს სუვერენული გეოპოლიტიკური ფუნქცია.

რუსული ავტორიტარიზმის წინააღმდეგ დემოკრატიული სამყაროს დაპირისპირებაში ერთ-ერთი მთავარი იარაღი სოლიდარობა და დემოკრატიული ფასეულობების ურყევი მხარდაჭერაა. სწორედ ამიტომ, პარტია „დროა“ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთელს, რომლებიც ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლები გახდნენ.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და საქართველოს ხალხის, ერთიანი პრინციპულობა და სიმამაცე, ასევე საქართველოს დასავლელი პარტნიორების ერთგული მხარდაჭერა სულ მალე საბოლოოდ აარიდებს ჩვენს ქვეყანას რუსეთის კოლონიად კვლავ გადაქცევის საფრთხეს და მეტიც, მიგვიყვანს ნატოსა და ევროკავშირის ღირსეულ წევრობამდე”, - წერია “დროას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა