ხატია დეკანოიძე იუსტიციის სამინისტროსთვის დაკისრებული ჯარიმის გაუქმებაზე - ფაქტია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება

ეს ხომ არის შავი ლაქა, რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ, ფაქტია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდა.

დეკანოიძის თქმით, ის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურია საგამოძიებო კომისიით დადასტურდება.

„ეს ხომ არის შავი ლაქა, რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ, ფაქტია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას დავადასტურებთ. კომისიას შეუძლია დაიბაროს სახალხო დამცველი, ექიმები, სხვადასხვა გამომძიებლები, პენიტენციური სისტემის წარმომადგენლები, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრი ბერკეტის წარმოჩენაა შესაძლებელი.

ბევრი რამ შეიცვალა, პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება სტრასბურგისთვის პოლიტიკური დოკუმენტი, გვჭირდება, საზოგადოებას წარვუდგინოთ რატომ გაუუქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში მუშაობა უნდა გააგრძელოს, მიუხედავად იმისა, რომ „ეს პარლამენტი ალბათ ისტორიულად ყველაზე ცუდი წარმომადგენლობითი ორგანოა”.

„ეს პარლამენტი ალბათ ყველაზე ცუდი წარმომადგენლობითი ორგანოა ისტორიულად იმიტომ, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ლეგიტიმაცია აკლია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უშლის ხელს საპროტესტო აქციებს, რომელიც ასევე იქნება.

ბევრი პრობლემა შეიძლება დადგეს, თუნდაც მარტივს გეტყვით, ხვალ დილას შეიძლება, განაჩენი გამოცხადდეს და ბატონ ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტის მანდატი გაუუქმონ, უფლებამოსილება შეუწყვიტონ. ასეთ პირობებში ვმუშაობთ. ჩემი მეგობარია ბადრი ჯაფარიძე, მამუკაც, ძალიან აქტიური პოლიტიკური პარტნიორები ვართ და აქ საუბარია ადამიანის თავისუფლების აღკვეთაზე ამიტომ, ჩვენ მუდმივად გაუთვალისწინებელ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვცხოვრობთ, წინასწარ პოლიტიკური ნაბიჯების გათვლა ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენელია ხოლმე”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა