ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა ყველა შესაძლო სცენარის პირობებში, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მერე მოგახსენებთ რას გავაკეთებთ

"ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ყველა შესაძლო სცენარის პირობებში მათ გააჩნიათ სამოქმედო გეგმა. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა, სადაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მამუკა ხაზარაძესთან ერთად სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.

“დაველოდოთ გადაწყვეტილების გამოცხადებას. ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა ყველა შესაძლო სცენარის პირობებში. დაველოდოთ გადაწყვეტილებას, მერე მოგახსენებთ რას გავაკეთებთ”, - აცხადებს ჯაფარიძე.

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.

ცნობისთვის, 2019 წლის 24 ივლისს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ერთად ყოფნის 10 წელი - „კარფური“ 10 წლის იუბილეზე ერთგულ მომხმარებლებს, ყოველ თვე განსაკუთრებული პრიზებით დააჯილდოებს
ფრანგულ ბრენდ  ETAM-ის ახალი ფილიალი „დრესაპ ჯგუფისგან“
„კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს