ბადრი ჯაფარიძე - ბრძოლა გრძელდება, სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არანაირი დანაშაული არ მომხდარა

ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არანაირი დანაშაული არ მომხდარა, ეს იყო ბრძოლა ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, - ასე შეაფასა „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც სჩადიოდა პროკურატურა ამ დროის განმავლობაში.

„ეს ბრძოლა ღირს იმისთვის რასაც ჩვენ გავდივართ, რადგან ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც პროკურატურა ჩადიოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რადგან ცხადია, არანაირი ნიშან-წყალი არ ყოფილა არასდროს არანაირი ფულის გათეთრების და დანაშაულის. მოსამართლემ განაჩენი რაც გამოაცხადა, მან შეცვალა ის მუხლი ფულის გათეთრების, მოახდინა მისი გადაკვალიფიცირება იმ მუხლით, რომელზეც ვრცელდება ხანდაზმულობა და გაგვათავისუფლა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, თუმცა, ძველი მუხლით მოგვისაჯა 7 წელი, მაგრამ რადგან ხანდაზმულობა ვრცელდება გაგვათავისუფლა პასუხისმგებლობისგან.

ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არ ვეთანხმებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშან-წყალი არ არსებობს, ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ და იგივეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც.

ჩვენი ქვეყანა გახდება წარმატების სახე რეგიონში. ბრძოლა გრძელდება, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და მივიყვანთ ბოლომდე ბრძოლას, რომ სიმართლე დადგინდეს,“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

ცნობისთვის, 2019 წლის 24 ივლისს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო