საბა ბუაძე - ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილმა ძალიან ლაჩრულად დაიხია უკან

ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილმა უკან დაიხია, მაგრამ ძალიან ლაჩრულად დაიხია უკან და ბოლომდე ვერ გაბედა ეთქვა ის, რაც ამ გადაწყვეტილებაში იკითხებოდა და მაინც რაღაც სამარცხვინო ბრალდება დატოვა, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ "ინტერპრესნიუსს" სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ბრძოლა გრძელდება, ვიდრე უსამართლო სასამართლო და ხელისუფლება არ შეიცვლება და "მახინჯი საბჭოთა სისტემა არ ჩაბარდება წარსულს".

„ჩვენ ვნახეთ, რომ საპატიმრო სასჯელი არ დადგა და ამ ადამიანებს შეუცვალეს მუხლი, რაც ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა ირიბად აღიარა, რომ აქ არავითარი დანაშაული არ ყოფილა. შეუძლებელია, აქ დამდგარიყო რაიმე სხვა მოცულობა, რადგან ადამიანებს არათუ რამე დანაშაული აქვთ ჩადენილი, არამედ ამ ქვეყნის განვითარებაში მიუძღვით ძალიან დიდი წვლილი და ზუსტად ამ წვლილის გამო ივანიშვილის პირად ვენდეტას ვადევნებთ თვალს სამი წლის განმავლობაში", - განაცხადა ბუაძემ.

ცნობისთვის, ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

ცნობისთვის, 2019 წლის 24 ივლისს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა