ნიკა მელია - ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაბედა პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა, რადგან მისივე სტანდარტითაც კი ეს მეტისმეტი იქნებოდა

ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაბედა პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა, რადგან მისივე სტანდარტითაც კი ეს მეტისმეტი იქნებოდა, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააკეთა.

მელიას თქმით, მისასალმებელია, რომ პოლიტიკურ სპექტრში ბევრია ადამიანი, ვინც იბრძვის, არ ნებდება და ხელისუფლებას თავს არ უხრის.

„სწორედ ეს გათვლა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, რომ სხვადასხვა საქმის აღძვრით ოპოზიციურ ველს პოლიტიკოსებისგან გამოშიგნავდა, მაგრამ პირიქით - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთო წერეთელი უფრო და უფრო შეუპოვრები გახდნენ. რა თქმა უნდა, პრობლემა არსად არ წასულა. უდიდესია პრობლემა, რაც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეხება და ვიდრე პოლიტიკური მართლმსაჯულება, როგორც იარაღი, ხელში აქვს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე თავს დაცულად ვერ იგრძნობს.

ფაქტია - ამ რეჟიმის პირობებში ქვეყანა ვერ განვითარდება და თითოეული ადამიანის ყოფა ვერანაირად ვერ გაუმჯობესდება. ეს სამწუხაროდ არის აქსიომა. ამიტომ ამ მძიმე რეალობას რაც მალე შევცვლით, მით უკეთესი იქნება ქვეყნის მომავლისათვის. ამ რეჟიმის დასამარცხებლად ახალი ტემპით უნდა მოვემზადოთ! ერთიანობა და კონსოლიდაცია ამ პროცესში არის უმნიშვნელოვანესი. არც ისეთი დიდი ხანი გვაშორებს იმ მომენტს, როცა ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები მოხდება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს